დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი „NATO-ს თასი 2017"-ის ფარგლებში, დევნილთა სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს საფეხბურთო გუნდებს შორის გამართულ მატჩს დაესწრო.
სამოყვარულო ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, NATO-ს დღეების ფარგლებში, იმართება. მინი-ფეხბურთის ტურნირში სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 32 გუნდი მონაწილეობს.