logo_geo
eng_logo
კურორტ საწირეს განვითარებისთვის 15 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება
- +

5 აპრილი. 2017. 16:41



იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და „საწირის განვითარების ფონდის" ორგანიზებით, პროექტის „საწირე-მომავლის სოფელი" პრეზენტაცია გაიმართა.


საწირეს განვიათრების სტრატეგია კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს. ის მოიცავს ერთი მხრივ, ქალაქური ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ხოლო მეორე მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. სტრატეგიის მიზანი სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შექმნა და მიგრაციული პროცესების შეჩერებაა.


როგორც კურორტის განვითარების ფონდის თავმჯდომარე გელა ბუბაშვილი აცხადებს, სტარტეგია დაწერილია ილიაუნის პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძის მიერ. მან შეიმუშავა ქართული სოფლის განვითარების სტარტეგია საწირეს მაგალითზე.


სტრატეგია ორ ძირითად მიმართულეას მოიცავს - ესაა პირველ რიგში მყარი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ფონდი სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს.

 

გეგმაში გვაქვს, რომ პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი წელს და მომავალ წელს ძირითადად დასრულდება, ესაა რკინიგზის სადგური, გაზიფიცირება, საზოგადოებრივი ცენტრი და სხვა.

მეორე ეტაპი უკვე არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რასაც 2-3 წელი დასჭირდება.

 

პროექტის განხორციელებას 15 მილიონი ლარი სჭირდება, აქედან 5 მილიონი სჭირდება ინფრასტრუქტურის ბოლომდე მიყვანას, ხოლო სტარტაპებისთვის 10 მილიონია საჭირო. აქედან 5 მილიონის მობილიზება საგრანტო პროექტებით მოხდება, ხოლო მეორე 5 მილიონის ინვესტირებას ბიზნესმენები განახორციელებენ", - აცხადებს გელა ბუბაშვილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner