გამომძიებლებმა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაჰკითხეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამომძიებლები გელა ხვედელიძესთან კლინიკაში იმყოფებოდნენ და საგამოძიებო მოქმედებები პალატაში ჩაატარეს.
გელა ხვედელიძის დაკითხვა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა უკვე დაჰკითხეს ხვედელიძის მეუღლე მარეხ ფერაძე.
3 აპრილს, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანები საკუთარ სახლთან დაესხნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.