logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: თუ თამბაქოს გაყიდვები შემცირდება, გამიხარდება, რადგან ეს ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს
- +

5 აპრილი. 2017. 16:48



ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პრეტენზიას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ თამბაქოზე კონტროლის გამკაცრებით მათ ბიზნესს ზიანი მიადგება.


მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები აუცილებლად არის გასატარებელი.


ასეთი ტიპის ცვლილებები, რაც ახლა იწყება საქართველოში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც, დიდი ხანია დაწყებულია. მათთვის ეს სიახლე არ უნდა იყოს. ის, თუ მათ გაყიდვები შეუმცირდებათ, მე, პირადად, მხოლოდ გამიხარდება, რადგანაც ეს ჩვენ ჯანდაცვის ხარჯებს შეგვიმცირებს, ბევრად მეტი ადამიანი იქნება ჯანმრთელი და იცხოვრებს უფრო ხანგრძლივად", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომელიც ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner