logo_geo
eng_logo
გერმანიაში მეჩეთების დახურვას მოითხოვენ
- +

1 აპრილი. 2016. 02:11


რადიკალური-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრები ქვეყანაში არსებული ყველა მეჩეთის დახურვის ინიციატივით გამოვიდნენ.


როგორც ცნობილია, ბავარიელმა პოლიტიკოსებმა პარტიის პროგრამისთვის სპეციალური პროექტი მოამზადეს, რომელიც გერმანიაში ისლამიზმის გავრცელებას ეხება.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისლამს გერმანიასთან არავითარი საერთო არ აქვს და მეტიც, დღეს მეჩეთები არა მხოლოდ ლოცვას, არამედ, რადიკალური ისლამიზმის გავრცელებას ემსახურებიან.


პოლიტიკოსების ინიციატივით, რელიგიურტი თავისუფლების შესახებ, საჭიროა, საკონსტიტუციო ცვლილება.


ცნობისთვის, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ნერნარ კაზნევის განცხადებით, პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ, ქვეყანაში რადიკალიზმის გავრცელების ბრალდებით, 3 მეჩეთი დაიხურა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner