logo_geo
eng_logo
ქეთევან ჯავახიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
- +

5 აპრილი. 2017. 17:40



4 აპრილს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ქეთევან ჯავახიძის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 80-მდე ნამუშევარი. ქეთევან ჯავახიძე მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. იგი თანამედროვე აზროვნების შემოქმედია და ავანგარდულ მხატვრობაში ის თავის სიტყვას ამბობს. მისი კომპოზიციები გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და სტილისტიკური თავისებურებებით. მისი შემოქმედების პალიტრა ჟანრობრივად მრავალფეროვანია - პეიზაჟი, ნატურმორტი, კომპოზიცია.


გამოფენა გაგრძელდება 14 აპრილამდე. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ მსურველს.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner