ავტორი მარიამ პაიჭაძე
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტეხის ხიდთან ირანელმა ქალმა ჩანთა დატოვა, რომელშიც სავარაუდოდ, ბომბია მოთავსებული. ინფორმაციის დასაზუსტებლად „რეპორტიორი" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თამთა კოკელაძეს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ადგილზე მუშაობს პოლიცია და ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ჩემი ინფორმაციით, შეტყობინება შემოვიდა უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჩანთასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გამნაღმველები. შესაძლოა, შემთხვევით დარჩა ვიღაცას ჩანთა და ამას გავარკვევთ. სავარაუდოდ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასეთ შეტყობინებებზე მყისიერად რეაგირებს", - განაცხადა თამთა კოკელაძემ.