logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყვითელ პრესაზე დაყრდნობით ესაუბრებიან ეს ადამიანები საზოგადოებას
- +

5 აპრილი. 2017. 18:19


 

ქვეყანაში კრიმინალის დონე არ გაზრდილა", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „არჩევანის" პირდაპირ ეთერში.

 

 

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თქვენს გადაცემაში შეკრებილი ზოგიერთი ადამიანი ყვითელ პრესაზე დაყრდნობით ესაუბრება  საზოგადოებას. თუკი გაიზარდა კრიმინალი, საინტერესოა, როგორ გახდა საქართველო, შსს, ჩვენი პოლიცია ევროპოლის დიდი ოჯახის წევრი, სადაც ძალიან მაღალი სტანდარტების და მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღებიან ქვეყნები? ისეთი ხელშეკრულება, როგორიც გაუფორმდა ჩვენს პოლიციას, აქვთ აშშ-ს, კანადას, შვეიცარიას, ნორვეგიას და ამ დონისა და განვითარების ქვეყნებს. თუ გაიზარდა კრიმინალი, როგორ იმატებს უცხოური ინვესტიციები? როგორ იზრდება ტურისტების რიცხვი ქვეყანაში? როგორ იღებს ქვეყანა ვიზა-ლიბერალიზაციას? როგორ იღებს დადებით შეფასებებს თუნდაც ბიზნესის კეთების მხრივ იმ რეიტინგში, რომელიც ჩვენ გვაქვს? მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა ყაჩაღობა, ძარცვა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, იარაღის უკანონო შეძენა-ტარება და მკვლელობის მცდელობა, აი, ამ კატეგორიაში გვაქვს დანაშაულის თვალშისაცემი კლება. დანაშაულის მატება გვაქვს ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა: ქურდობა, ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკის შეძენა-შენახვა და გადაზიდვა და კიბერდანაშაული, მაგრამ ჯამში ქვეყანაში კრიმინალის დონე არ გაზრდილა" , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner