logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: უფრო სერიოზული ეკონომიკური ზრდა 2018 წელს იქნება
- +

5 აპრილი. 2017. 18:35



„არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ქვეყანა რაღაც ეკონომიკურ კრიზისშია ჩავარდნილი", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა  IRI-ის კვლევების შედეგებთან დაკავშირებით „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების" პირდაპირ ეთერში.


IRI-ის ბოლო კვლევების მიხედვით, მიუხედავად ციანიდის სკანდალისა,  ინსტიტუციებს შორის სანდოობით პირველ ადგილზე ისევ ეკლესიაა, უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისი კი მთავარ პრობლემად რჩება. ოპოზიციის ნაწილისთვის  კვლევის შედეგები სანდოა, ნაწილისთვის - საკამათო, ხელისუფლება კი კვლევის შედეგებს არ ენდობა.


„მე ვფიქრობ, რომ ეს კვლევები არის პარტიების შიდა სამზარეულოსთვის და იმისთვის, რომ თუკი პარტია ენდობა ამ კვლევებს, თავისი  მომავალი სტრატეგიის დაგეგმარებისთვის გამოიყენოს ეს მონაცემები. სამწუხაროდ, წლების წინ, 3 მართული ტელევიზია ამ კვლევებს იყენებდა იმისათვის, რომ შეექმნა პოლიტიკური წინაპირობა იმისა, თუ რა შედეგი დაიდებოდა შემდეგ არჩევნებზე და რა განწყობა უნდა ჰქონოდა საზოგადოებას.

 

მახსოვს კვლევა, როდესაც გამოაცხადეს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 80%) „რუსთავი 2"-იდან იგებდა ინფორმაციას და ზუსტად ამდენივე არ ენდობოდა ამ კონკრეტულ ტელევიზიას, ანუ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა კვლევის შედეგად. როგორ შეიძლება, არ ენდობოდე ტელევიზიას და თან დიდი ინტენსივობით უყურებდე?! ვისაც უნდა ამ შედეგების მიღება, ეს მისი არჩევანია. ის, რომ არჩევნებს ასეთი შედეგები ექნება,  ამ აზრს ვერ გავიზიარებ. მართალია, გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება, იმაზე ფიქრი, თუ რა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ მუშაობა, თუმცა, მე გეტყვით, რომ არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თითქოს ქვეყანა რაღაც ეკონომიკურ კრიზისშია ჩავარდნილი, პირიქით, პირველ 3 თვეში ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, მიახლოებული ვართ 5%-ს. გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ა.შ. ცხადია, ჩვენ უამრავი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს, თუმცა ვერც 3 თვეში და ვერც 6 თვეში მათ ვერაფერს შევუცვლით ისე, რომ ისინი კმაყოფილები გახდნენ, თუმცა ეს ხდება იმ პირობებში, როცა 4-პუნქტიანი გეგმისთვის საპროექტო სამუშაოები მიდის. ვფიქრობთ, რომ უფრო სერიოზული ეკონომიკური ზრდა 2018 წელს იქნება, თუმცა დღევანდელი მონაცემებიც საკმაოდ კარგია" , - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner