მეტეხის ხიდთან ნაპოვნ საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც ცნობილია, მეტეხის ხიდთან პოლიცია მუშაობს. ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი, სავარაუდოდ, მოქალაქის შეტყობინება იყო, რომელიც ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხეს შეეხებოდა.