logo_geo
eng_logo
6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება
- +

5 აპრილი. 2017. 20:10



6 აპრილს, 16:00 საათიდან 22:00 საათამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და სპორტული ორგანიზაციების მონაწილეობით სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სპორტის საერთაშორისო დღეზე წარმოდგენილი იქნება სპორტის ის 13 სახეობაც, რომელთაც 2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო  უმასპინძლებს. გარდა ამისა, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჯიბრებები სპორტის არაერთ სახეობაში ჩატარდება.


სპორტის სახეობები  - ქართული ჭიდაობა (გაშლილი იქნება საჭიდაო ხალიჩა), მკლავჭიდი (მკლავჭიდის მაგიდები), ხრიდოლი, უშუ, ფარიკაობა (ფარიკაობის სპეციალური ბილიკი), მეკლდეურობა (მეკლდეურობის სპეციალური კედელი) აფროსნობა (აფრიანი ნავები ლისის ტბაში), მაგიდის ჩოგბურთი, ნარდი, ჭადრაკი, მშვილდოსნობა (სპეციალური სტენდი მშვილდის სასროლად) მინი რაგბი, ბატუტზე ხტომა (შესაბამისი ინვენტარი) ველოსპორტი, ცხენოსნობა, სუმო, პნევმაური პისტოლეტით სროლა (უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტებით), მინი ფეხბურთი, კალათბურთი 3X3 (სპეციალური საკალათბურთო მოედანი), საავტომობილო სპორტი (ავტოშოუ - სპორტული ავტომანქანების გამოფენა). 

ლისის ტბის სანაპირო ზოლზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებები/შეჯიბრებები და სპორტსმენთა საჩვენებელი გამოსვლები;


პროექტში მონაწილე ყველა მსურველს გადაეცემა სერთიფიკატები და საჩუქრები;


ღონისძიებაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს;


ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული იქნება რუკა სპორტის სახეობების ადგილმდებარეობის მითითებით;

მუსიკალური გაფორმება.


2016 წელს ღონისძიებაში ჩაერთო 3000-მდე მოხალისე.

Check in  Georgia-ბრენდის ქვეშ ერთიანდება  ჩვენს ქვეყანაში 2017 წელს დაგეგმილი   13  საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება:

 

1.      ძიუდოს გრან პრი, თბილისი 31 მარტი - 2 აპრილი

2.      საერთაშორისო ჩემპიონატი ავტორბოლაში, რუსთავი - 1-2 აპრილი

3.      დევისის თასის მატჩი, საქართველო - ლიტვა-თბილისი - 7-9 აპრილი

4.      ევროპის ჩემპიონატი სუმოში, თბილისი - 22-23 აპრილი

5.      მსოფლიო რბენა - Wings For Life კახეთი - 7 მაისი

6.      ევროპის ჩემპიონატი უშუში, თბილისი, 11-21 მაისი

7.      ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში, ბორჯომი, 22-28 მაისი

8.      მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, თბილისი-ქუთაისი - 31 მაისი-18 ივნისი

9.      ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში, თბილისი - 11-17 ივნისი

10.  19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, თბილისი, გორი - 2-15 ივლისი

11.  მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში, თბილისი - 8-21 აგვისტო

12.  მსოფლიო თასი ჭადრაკში, თბილისი - 2-28 სექტემბერი

13.   ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ქალთა შორის ფრენბურთში, თბილისი, 21-25 სექტემბერი

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner