ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახისთვის დაცვის მოხსნას მოითხოვს.
მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობისას ერთ-ერთ მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა დაცვის ღონისძიება, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ვინაიდან დეკანოზს სურს, რომ სასამართლო პროცესები იყოს ღია და საჯარო, ადვოკატის თქმით, ბრალდებული მოითხოვს მისი ოჯახისთვის დაცვის ღონისძიების მოხსნას და შესაბამისი განცხადებით პროკურატურას ხვალ მიმართავენ.