logo_geo
eng_logo
„ელენე ახვლედიანის ძმა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი შვილიშვილი გამოსახლების წინაშე დადგებოდა“
- +

5 აპრილი. 2017. 22:48


 

„ელენე ახვლედიანის ძმამ გიორგი ახვლედიანმა (პირდაპირმა მემკვიდრემ) ქ-ნი ელენეს გარდაცვალების შემდეგ ყოველგვარი ზეწოლისა და მოთხოვნის გარეშე ქიაჩელის N12 მდებარე ბინა (150 კვ) და 3600 ნახატი (აბსოლუტურად ყველა) უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს...", - ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში წერს.


„ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ბატონი გიორგი მისი შვილიშვილი ირაკლი ახვლედიანი 3 მცირეწლოვანი ბავშვით (5,4, და1 წლის) გამოსახლების და უსახლკაროდ დარჩენის წინაშე დადგებოდა კერძო მევახშის გაუმაძღრობის გამო, რომელსაც აღნიშნული ბინის სამმაგი საფასური უკვე ისედაც აღებული აქვს. არ ვიცი საქართველოში არსებულმა მსხვილმა ფირმებმა თუ ბანკებმა ამ ოჯახის ქუჩაში დატოვებისგან ხსნაზე უკეთესი რა შეიძლება გააკეთოს. ისე ქვეყანა და მთავრობაც მოვალეა ამ ოჯახის წინაშე ალბათ ათიოდ ნახატი გვერძე რომ გადაედო ბაბუას და ქვეყნისთვის „მოეტეხა" ალბათ „სახვეწარიც" არაფერი იქნებოდა", - წერს თოფურია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner