მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გავრცელდა უმძიმესი კადრები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისა, ქრისტიანული ცივილიზაციის აგონიის მოწმობაა ეს კადრები. უკვე დაგვიანებულია მაგრამ ჩვენ, საქრისტიანომ, უნდა შევიგნოთ რომ ნეოკოლონიალური ომი დაწყებული მუსულმანების ან სხვა ცივილიზაციების წინააღმდეგ დასრულდება ჩვენი ქრისტიანული ცივილიზაციის დაღუპვით.
ვერც იდიოტური იდეა მულტიკულტურალიზმისა და ვერც ტრამპის დიდი კედელი ვერ გადაარჩენს საქრისტიანოს. ეს სრულიად დამანგრეველი ომი უნდა შეწყდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილები მხოლოდ იმ ადამიანებისათვის ვინც ჩვენს ქრისტიანულ კულტურასა და ეთიკას იზიარებს. ეს უხილავი კედელი თუ არ აღიმართა, რომი მეორედ დაეცემა და მის ნაცვლად სულ სხვა, ჩვენთვის უცხო ცივილიზაცია აღმოცენდება და ამ მოვლენის კონტურები უკვე ნათლად ჩანს ევროპაში!" - წერს გლურჯიძე.