პარიზი, შესაძლოა, ევროპის ყველაზე რომანტიკული ქალაქი იყოს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ესპანეთში ყველაზე მეტი შეყვარებული ადამიანი ცხოვრობს. ესპანელები „ვაიბერით" უფრო მეტ სასიყვარულო მესიჯს აგზავნიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაცხოვრებლები.
ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ ესპანური ენა ყველაზე პოზიტიური და ბედნიერი ენაა დედამიწაზე.
მკვლევარებმა, რომელსაც ვერმონტის უნივერსიტეტის დოქტორი პიტერ დოდსი ხელმძღვანელობდა, შეკრიბეს მონაცემთა ბაზა, რომელიც 10 ყველაზე პოპულარული ენის მილიარდობით სიტყვისგან შედგება. ბაზა შეიცავს „გუგლის" წიგნებს, „ტვიტერს", ფილმების სუბტიტრებს, სატელევიზიო შოუებს, სიმღერების ტექსტებს, ესპანურ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, არაბულ, ინდონეზიურ, კორეულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
ბაზიდან მეცნიერებმა ამოარჩიეს ყველაზე ხშირად გამოყენებული 10,000 სიტყვა და დახარისხეს პოზიტიურ და ნეგატიურ სიტყვებად. მაგალითად - „ტყუილი" და „ტირილი" არის ნეგატიური სიტყვების ნაკრებში, „სიყვარული", „სიცილი" - პოზიტიურში.
დახარისხების შემდეგ მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ყველა შესწავლილი ენა არსებითად პოზიტიური იყო და სიტყვების უმეტესობა დადებით ნაწილში მოხვდა.
თუმცა, კვლევის მიხედვით, პოზიტიური სიტყვების ყველაზე მეტი რაოდენობით ესპანური ენა ლიდერობს, მეორე ადგილზეა ჩინური, მესამეზე კი - ინგლისური.