მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის ქ. N 56-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 5 აპრილის 22:00 საათიდან, 6 აპრილის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში:
ასათიანის, ოქროყანის, წავკისის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.