logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ქიმიური თავდასხმა სირიაში, უდანაშაულო ხალხის გარდაცვალება კაცობრიობის გათელვაა!
- +

6 აპრილი. 2017. 01:12



აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე სირიის ლიდერი მშვიდობიან მოქალაქეებზე ქიმიურ თავდასხმაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპის თქმით, ასადის რეჟიმის ატანა აღარ შეიძლება.


არ შეიძლება ასადის რეჟიმის საზარელი ქმედებების ატანა. ეს იყო საშინელი ქიმიური თავდასხმა სირიაში უდანაშაულო ხალხის - ქალების, პატარა უმშვენიერესი ბავშვების წინააღმდეგ. მათი გარდაცვალება კაცობრიობის გათელვაა", - აგანაცხადა დონალდ ტრამპმა.


სირიაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას, რომელსაც ბოლო მონაცემებით 75 -მდე ადამიანი ემსხვერპლა და 400-მდე ადამიანმა ტოქსიკური დაზიანება მიიღო, გაეროს უშიშროების საბჭოსა და დონორთა კონფერენციაზე განიხილავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner