„პარტიის ახალ სახეებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია"- ამის შესახებ 2030.news-ს პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
ამასთან, ირაკლი კობახიძე არჩევნებში პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობას ქვეყნის დემოკრატიული პროცესის განვითარებად აფასებს და აცხადებს, რომ პარტიის გაძლიერებაზე მუშაობა დაწყებულია, „ქართული ოცნება" ამომრჩეველს ახალ სახეებს თანდათანობით წარუდგენს.
„პარტიების დამოუკიდებლად მონაწილეობა არჩევნებში აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა. ეს აუცილებლად წაადგება დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართველოში. ჩვენ დამოუკიდებლადაც არ გაგვიჭირდება არჩევნებში დამაჯერებლი შედეგით გამარჯვება. ვმუშაობთ პარტიის გაძლიერებაზე, ახალი სახეების მოზიდვისათვის. ეს პროცესი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისაგან. ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენ სავარაუდოდ თანდათანობით წარვუდგნენთ საზოგადოებას მათ. საბოლოო სია ,მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა, ამომრჩეველისათვის ცნობილი უშუალოდ არჩევნების წინ გახდება",-აღნიშნა კობახიძემ.