საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გებერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მისი ეშინია. ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ზე, მარია გაიდარის დანიშვნაზე კომენტირებისას, დაწერა.
„ოდესაში სუპერგუნდი გვყავდა, პოროშენკოს უნდა ჩემი გუნდის წევრები გადაიბიროს ან ჩემი ეშინია, თვლის, რომ შემიძლია საქმე სერიოზულად გავუფუჭო და უნდა გუნდის გარეშე დამტოვოს", - განაცხადა სააკაშვილმა.