logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: პრეზიდენტი ქვეყნის მართვაზე პასუხს არ აგებს - ოპოზიციონერობა დიდი კომფორტია
- +

6 აპრილი. 2017. 01:29



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში"  IRI­ის კვლევასთან დაკავშირებით ისაუბრა.


„პასუხისმგებლობა ქვეყანაზე აღებული აქვს მართველ გუნდს, პრემიერ მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს. ამიტომ პრეზიდენტი ქვეყნის პირდაპირ მართვაზე, დღევანდელი სახელმწიფოს მოწყობაზე პასუხს არ აგებს, პრინციპში არცერთ საკითხზე და ამიტომ გასაკვირი არც იქნება თუ მომატებულია მისი რეიტინგი. ადამიანი ცხოვრების დაბალ დონეზე პასუხისმგებლობას ვერც მარგველაშვილს აკიდებს და ვერც ოპოზიციონერს. როდესაც ოპოზიციონერი დაინახავს ნაკლოვანებას რომელიც შენც გაწუხებს და ამას ხმამარლა აჟღერებს, ადამიანებს ეს ყოველთვის მოსწონთ, რა თქმა უნდა. ოპოზიციონერობა ბევრად უფრო დიდი კომფორტია ვიდრე რეალურად ქვეყნის მართვა, იმიტომ რომ რეალური მართვის დროს შენ ისეთ ბერკეტებთან გაქვს საქმე ,ისეთ მონაცემებთან და სტატისტიკასთან, რომ შენ პოპულიზმის დრო აღარ გაქვს", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner