პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „პოლიტმეტრში" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში მომავალ ვიზიტზე ისაუბრა.
„რას მოველი პრეზიდენტის გამოსვლისგან, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მე სურვილი მაქვს... ოცნება მაქვს, რომ პარლამენტის ტრიბუნაზე დავინახო ღრმად მოაზროვნე, ქვეყანაში არსებული ვითარების ყოველმხრივ შემფასებელი, ყოველგვარი ამბიციისა და პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე, საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიმწოდებელი ლიდერი. ეს ჩემი სურვილია და ნება მომეცით, ამ სურვილით ვარსებობდე", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.