„სამების საკათედრო ტაძრის აშენების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით საქართველოში ყველაზე დიდი ტაძრის მოხატვა დაიწყო. ასე გამოიყურება მოხატული სამება დღეს. მთლიანად ტაძრის მოხატვა კი სავარაუდოდ რამდენიმე წელს გაგრძელდება" , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რა თქმა უნდა, ელექტრონული მედია ამას არ გააშუქებს მის ინტერესის სფეროს წარმოადგენს:
1. რა წვენს სვამს ივანიშვილი სტაფილოს თუ ფორთოხლის.
2. რომელ საათზე დაიძინებს.
3. რამდენ და რომელ ხეს გადაიტანს შეკვეთილში.
4. რომელ წიგნს წაიკითხავს საღამოს და ა.შ.
რაც კარგი გააკეთა და აკეთებს ეს ხალხს დაუმალეთ. სამწუხაროდ, ბადრი პატარკაციშვილის მერე ივანიშვილი გყავთ ამოღებული სამიზნედ", - წერს მჟავანაძე.