2016 წლის 7 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია: "დაუცხრომელთა სამყოფელი"- გურია.
წიგნი დაწერილია 2015 წელს, ორი გურული ახალგაზრდის ნიკოლოზ კიწმარიშვილისა და გვანცა კალანდაძის ერობლივი შემოქმედებით.
წიგნში ასახულია ავტორების მიერ დანახული თანამედროვე გურია, გადმოცემულია ცოცხალი ისტორიები, საქორწინო ცერემონიალები, დაკრძალვის რიტუალები, სხვადასხვა ტრადიციები და ა.შ.
ნაშრომს თან ერთვის ყველაზე მასშტაბური, 4050-მდე სიტყვიანი გურული ლექსიკონი, სახელწოდებით "ზემოგურული მარგალიტები".
წიგნის რედაქტორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი, ესეისტი გიორგი კეკელიძე.
წიგნის შეძენა შესაძლებელია როგორც ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში ასევე, პრეზენტაციის მსვლელობის დროს.
წიგნის ღირებულება პრეზენტაციაზე იქნება 7 ლარი,
ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში - 9 ლარი.