logo_geo
eng_logo
მამა გიორგი მამალაძემ პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო
- +

6 აპრილი. 2017. 03:31


 

„ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.


როგორც მან აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთადერთი მოთხოვნაა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა.


„მოგეხსენებათ, რომ გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს. ძალიან ბევრ შეუსაბამო მოქმედებებს ახორციელებენ და შესაბამისად, მას ეტყობა რაღაც სათქმელი აქვს და შეხვედრა უნდა პატრიარქთან და სინოდის წევრებთან", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


მისივე ინფორმაციით, დაკავებულმა დეკანოზმა პროტესტის უკიდურეს ფორმას გუშინ მიმართა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner