სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ხორვატული გაზეთ „ვეჩერნი ლისტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სირიაში ბანდფორმირებების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ, თუ სურთ, თავი ტერორისგან დაიცვან.
„კონტაქტები დამასკოსა და ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებს შორის მას შემდეგ შეწყდა, რაც საფრანგეთმა სირიაში ანტისამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა დაიწყო. შეუძლებელია ტერორიზმთან ბრძოლაში პარტნიორობა, თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ შუღლს", - განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა.