„ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს 30-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 10 დღე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს ჩამოერთმევა პასპორტიც.
პროკურორები გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლებას 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ.
რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.