„რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ", მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი რამ სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა. როგორც ქართული თეატრები, ისე ოპერა და ისე კინო", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ განაცხადა.
შენგელაიამ აქვე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსიტროს მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია.
„რა ხდება კულტურის სამინისტროში, დეტალურად არ ვიცი, მაგრამ, რა შეხებაც მქონდა, ყველა ცდილობს, რაღაც გააკეთოს. ყოველთვის ყველას ვერ დააკმაყოფილებ. ვიღაც იქნება უკმაყოფილო, მაგრამ მოდი, ჩვენიდან გამომდინარე ნუ ვისაუბრებთ. ვისაუბროთ, როგორ განვავითაროთ ქართული კულტურა და ხელოვნება. რაც შესაძლებელია, კულტურის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს. უამრავ პროექტს აფინანსებენ", - განაცხადა ნიკუშა შენგელიამ.