logo_geo
eng_logo
გიორგი დონაძე: კულტურის სამინისტრო დღეს არის ყველაზე მეტად გახსნილი, რაც კი ოდესმე ყოფილა
- +

6 აპრილი. 2017. 12:29



 

„როდესაც ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, ფოლკლორს გვერდს ვერ ავუვლით, რადგან დღეს თუ ჩვენ მსოფლიოში რაიმე წარმოგვაჩენს, ერთ-ერთი არის ჩვენი ქართული ხალხური სიმღერა და ქორეოგრაფია", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღანელმა გიორგი დონაძემ განაცხადა.


გიორგი დონაძემ გადაცემაში კულტურის სამინისტროს მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება:


„ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტრო დღეს არის ყველაზე მეტად გახსნილი, რაც კი ოდესმე ყოფილა.

 

2015 წლიდან დღემდე, ჩვენ გავხსენით 17 სალოტბარო სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით. 1000-მდე ბავშვი უფასოდ ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ საგალობლებს. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი.  ამის ძირითადი მხარდამჭერი გახლავთ კულტურის სამინისტრო", - განაცხადა გიორგი დონაძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner