„როდესაც ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, ფოლკლორს გვერდს ვერ ავუვლით, რადგან დღეს თუ ჩვენ მსოფლიოში რაიმე წარმოგვაჩენს, ერთ-ერთი არის ჩვენი ქართული ხალხური სიმღერა და ქორეოგრაფია", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღანელმა გიორგი დონაძემ განაცხადა.
გიორგი დონაძემ გადაცემაში კულტურის სამინისტროს მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება:
„ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტრო დღეს არის ყველაზე მეტად გახსნილი, რაც კი ოდესმე ყოფილა.
2015 წლიდან დღემდე, ჩვენ გავხსენით 17 სალოტბარო სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით. 1000-მდე ბავშვი უფასოდ ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ საგალობლებს. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. ამის ძირითადი მხარდამჭერი გახლავთ კულტურის სამინისტრო", - განაცხადა გიორგი დონაძემ.