logo_geo
eng_logo
გოგა პიპინაშვილი: ზოგადად კულტურაში ძალიან რთული და მძიმე მდგომარეობაა
- +

6 აპრილი. 2017. 12:40


 

„ზოგადად კულტურაში ძალიან რთული და მძიმე მდგომარეობაა", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა განაცხადა.


„30-კაციან ჯგუფში ვერცერთმა ბავშვმა ვერ შეასრულა ჩემი დავალება მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან რამაზ ჩხიკვაძე, არ იციან სოფიკო ჭიაურელი. ვსაუბრობ 16-17 წლის მოზარდებზე.  ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა სფეროში საგანგაშო და სავალალო მდგომარეობა გვაქვს. ვფიქობ, რომ ეს არის სტრატეგიის ბრალი და ჩამოსაყალიბებელია სხვა სახის სტრატეგია. მითხარით ერთი გადაცემა მაინც, რომელიც იქნება შემეცნებითი სახის. რა ისწავლოს ბავშვმა, თუ არა ინტერნეტი, facebook და აბსოლუტურად რუხი ფერის სასპექტაკლო განრიგი. დღეს ქართულ თეატრში ძალიან დაბალი დონის სპექტაკლებია. მე ამას პირადად ჩემი ჩათვლით ვამბობ. მსახიობები გავხდით მოსამსახურეები, მივდივართ სამსახურში, ზარი ირეკება, მთავრდება სპექტაკლი და მოვდივართ სახლში. მე თეატრში დღე და ღამე გაერთიანებული მქონდა. დღეს არის ჩვეულებრივი „სულერთია" დამოკიდებულება როგორც მაყურებლების მხრიდან, ისე მსახიობების მხრიდან", - განაცხადა გოგა პიპინაშვილმა. 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner