logo_geo
eng_logo
დავით გუმბერიძე: გურამ რჩეულიშვილი დაბრუნდება იქ, სადაც პატიმრობის ცხრათვიან ვადას იხდიდა
- +

6 აპრილი. 2017. 12:52



„ცენტრ პოინტის" საქმის „ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ გურამ რჩეულიშვილისთვის გირაოს შეფარდება და პასპორტის ჩამორთმევა იმის გამო მოითხოვა, რომ ბრალდებული მართლმსაჯულებას არ მიემალოს.


პროკურორის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხეები, რომ ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი მართლმსაჯულებას დაემალება. თუმცა, პროკურატურა მიიჩნევს, რომ მისთვის შეფარდებული გირაო და გამოყენებული სხვა ღონისძიებები იქნება ბერკეტი, რათა მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონდეს.


ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა გირაოს გამოყენების თაობაზე და ასევე პასპორტის ჩამორთმევის შესახებ. ეს იქნება ბერკეტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბრალდებული არ მიემალება მართლმსაჯულებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა მალე დასრულდება და მიუხედავად ადვოკატების მცდელობისა, რომ საქმე მაქსიმალურად გაჭიანურებულიყო, გურამ რჩეულიშვილი დაბრუნდება იქ, სადაც პატიმრობის ცხრათვიან ვადას იხდიდა", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა, მას ასევე ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და საქართველოს პასპორტი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner