logo_geo
eng_logo
ფრანსუა ფიიონი: ვინც ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია დაგეგმა, მომავალში კარგად ვერ დაიძინებს
- +

6 აპრილი. 2017. 13:16


 


საფრანგეთის „რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატის ფრანსუა ფიიონის განაცხადებით, სასამართლოში სარჩელს შეიტანს იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებმაც მისი დისკრედიტაციის კამპანია წარმართეს.


სიმართლე ყველასათვის ნათელი გახდება, როდესაც მართლმსაჯულება გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს ცილისწამებაა და მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაში ბრალდებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნა ფიიონმა.


ფიიონის განცხადებით, ის ახლა წინასაარჩევნო კამპანიაზე კონცენტრირებას აპირებს, თუმცა შემდგომ სურს, პასუხი აგებინოს სასამართლოს წინაშე მათ, ვინც მის წინააღმდეგ „ცილისმწამებლური კამპანიის" უკან დგას.


უკვე ორი თვეა, ხელს მიშლიან წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში, თუმცა მე ყველა მონაცემები მაქვს, რაც საშუალებას მომცემს, საჭირო დროს სასამართლოს წინაშე პასუხი მოვთხოვო მათ, ვინც ამ კამპანიის უკან დგას. ნუ იფიქრებთ, რომ ამას ისე დავტოვებ. ეს ოპერაცია დაგეგმილი იყო და ამას დავამტკიცებ. ამ კვირების განმავლობაში ჩემთვის რთული მომენტები იყო, ცუდად მეძინა, მაგრამ ისინი, ვინც ჩემს წინააღმდეგ ეს კამპანია დაგეგმეს, მომავალში კარგად ვერ დაიძინებენ", - განაცხადა ფრანსუა ფიიონმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner