logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: ძალიან მეუხერხულება და მრცხვენია ქალბატონი ქეთი დოლიძის მაგივრად
- +

6 აპრილი. 2017. 13:30




საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კულტურის სამინისტრომ მის ფესტივალ „საჩუქარს" დაფინანსება გაუნახევრა. მიხეილ გიორგაძე აღნიშნულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს.


„ძალიან მეუხერხულება და მრცხვენია ქალბატონი ქეთი დოლიძის მაგივრად, როდესაც ის საუბრობს, რომ მე მას გავუნახევრე ბიუჯეტი. საბუთებით ხელში ეთერში არასდროს მოვსულვარ, მაგრამ ახლა იძულებული ვარ, ეს გავაკეთო. მინდა, ყველამ გაიგოს და ნახოს. მე აქ მაქვს შარშანდელი ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფესტივალ „საჩუქარს" გამოეყო 479 000 ლარი. ჩემი ბრძანება დათარიღებულია 14 ივლისით, არანაირ შემცირებაზე საუბარი არ იყო აქ. მისი თქმით, გავანახევრე ბიუჯეტი. რეალურად კი, წელს ჩვენ მას გამოვუყავით 450 000 ლარი.  სირცხვილია ამაზე საუბარი. როდესაც მოვედი სამინისტროში, ფესტივალ „საჩუქარს" ჰქონდა 650 000 ლარი. ქალბატონმა ქეთიმ 200 000 ლარი საკუთარი ნებით მოაკლო ფესტივალს და ეს თანხა გამოიყენა ედინბურგის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და ერთი თვით წავიდა ედინბურგში. წელს ედინბურგისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ თეატრს ვერ დავახარჯავდით 200 000 ლარს. არ გვაძლევს ბიუჯეტი ამის საშუალებას.

 

ამის გარდა, დაახლოებით 300 000-ლარიანი დაფინანსება თბილისის მერიისგან აქვს ფესტივალ „საჩუქარს". ამიტომ, წუწუნი იმასთან დაკავშირებით, რომ განადგურებულია ფესტივალი და ქეთი დოლიძეს ვერცერთი დასი ვეღარ ჩამოჰყავს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

ვფიქრობ, მისი უკმაყოფილება უკავშირდება იმას, რომ ქალბატონი ქეთი ვერ სარგებლობს განუსაზღვრელი ბიუჯეტით, განუსაზღვრელი შესაძლებლობებით. ბოდიშს ვიხდი, მხოლოდ თუმანიშვილის სახელობის თეატრი არ არის ამ ქვეყანაში და სხვა თეატრებს ბევრად უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner