logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: მხოლოდ ტერიტორიები კი არა, ხალხიც დასაბრუნებელია
- +

6 აპრილი. 2017. 14:51


„გამიხარდება, თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ბევრი მოქალაქე აიღებს ბიომეტრიულ პასპორტს და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გაემგზავრება", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.

 

„ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას შეუძლია ზუსტად ისე ჩაერთოს, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს. ეს საკითხი ჩვენ თავიდანვე გავითვალისწინეთ. ეს ძალიან დიდი სიკეთეა, რომლითაც შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა თანამოქალაქეებმაც ისარგებლონ, თუ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ, ბიომეტრიულ პასპორტს აიღებენ. გამიხარდება, თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ბევრი მოქალაქე აიღებს ბიომეტრიულ პასპორტს და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გაემგზავრება! სახელმწიფო ამ პროცესს ხელს შეუწყობს. მეტიც, ამ ხალხის მომავალი რეინტეგრაციის თვალსაზრისით, სრულიად ახალი ხედვა შევიმუშავეთ. მხოლოდ ტერიტორიები კი არა, ხალხიც დასაბრუნებელია და გვინდა, ევროპული საქართველო მეტად განვითარებული, განათლებული და ეკონომიკურად ძლიერი იყოს, რათა მომხიბვლელი გახდეს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. მათ უნდა იგრძნონ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათზეც ზრუნავს", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner