logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა
- +

6 აპრილი. 2017. 14:55


ევროპარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მინიჭებას. კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას მხარი 521 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 75 წავიდა, 36 დეპუტატმა კი თავი შეიკა.


ამის შემდეგ, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი დაამტკიცებს, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭო.


საკანონმდებლო აქტს ხელი უნდა მოაწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.


გადაწყვეტილება ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა ძალაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner