ავტორი მარიამ პაიჭაძე
„დღეს არიან ძალები, რომლებიც მზად არიან, იარაღით შეებრძოლონ ქართულ ცნობიერებას და გაანადგურონ ის", - ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოში უნდა მოხდეს განწმენდა.
„უნდათ, რომ საპატრიარქოში მომხდარი ამბავი მიაჩუმათონ. მართალია, უწმინდესმა ამიკრძალა, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, საპატრიარქოს ნახევარი არის არა ღვთის, არამედ სატანის მსახური. როდესაც უწმინდესის მოწამვლა და მოკვლა გინდა, უკვე სატანისეული ხარ. როგორ შეიძლება, ღვთისმსახური იარაღით დადიოდეს ეკლესიაში. როგორ შეიძლება, პეტრე ცაავას თავის სენაკში იესო ქრისტეს ხატის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილის სურათი ეკიდოს და ღვთისმშობლის ხატის ნაცვლად - სანდრა რულოვსის სურათი? მერე გამოდის ხოფერია და დიდ ფილმს იღებს, რომ თურმე პეტრე ცაავა არის დიდი მოღვაწე! დიდი მოღვაწე კი არ არის, ქართველმა ხალხმა უნდა გამოიყვანოს ეკლესიიდან და წვერი გაპარსოს მას! სხვანაირად არ შეიძლება! უნდა მოხდეს განწმენდა!" - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.