ორგანიზაციამ „არგენტინის სახლი საქართველოში" ბრაზილიიდან „პელეს თასთან" დაკავშირებით წერილი მიიღო.
„გავეცანით თქვენს პროექტს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, განვავითაროთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული თანამშრომლობა თქვენს ქვეყანასთან. ამის გარდა დავინტერესდით და მოვიპოვეთ ინფორმაცია საქართველოსა და ბრაზილიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. აგრეთვე, ინტერნეტის საშუალებით გავეცანით თქვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხებს, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება და ჩვენი მხრივ, თუ საჭიროდ ჩათვლით დახმარებას, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია.
და ბოლოს, გაცნობებთ, რომ ჩვენს შტატში ა.წ. მაისის თვეში იგეგმება ევროკავშირის 23 ელჩის ვიზიტი. რაც შეეხება თქვენი პროექტის პრეზენტაციას, რომელიც უნდა განხორციელდეს ა.წ. აპრილის მეორე ნახევარში, ამ დროისთვის, მზადყოფნას გამოვთქვამთ ჩამოვიდეთ საქართველოში", - ნათქვამია ჟოაო ენრიკე ელსიას წერილში, რომელიც გახლავთ „არგენტინის სახლის საქართველოში" უფლებამოსილი წარმომადგენელი ბრაზილიაში.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ლათინური ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის" კავშირის (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი...) ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და ამ მიზნით, 2017 წლის აგვისტოში „მერკოსურის" ქვეყნების კომერციულ მისიასა და კულტურული ღონისძიებების საზეიმო ცერემონიასთან ერთად, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ჩატარებას ფეხბურთში, - „პელეს თასზე" - პელეს თანდასწრებით.