logo_geo
eng_logo
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- +

19 თებერვალი. 2016. 10:18


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში იგივე დანაშაულისთვის ნასამართლევი 1961 წელს დაბადებული მამუკა რ. თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner