logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: ამ ფორმატით გარევაჭრობა ყოვლად მიუღებელია
- +

6 აპრილი. 2017. 18:51


 

ამ მხრივ ქალაქში ძალიან რთული ვითარებაა", - აღნიშნა ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ გაზეთ „რეზონანსთან" გარევაჭრობაზე საუბრისას.


ჰიგიენური ნორმები დაუცველია. ქალაქის იერსახეზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, ადამიანების უმრავლესობა დაუსაქმებელია და ისინი თავის გატანას ცდილობენ. თუ ქალაქის მერია მათ ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს, სადაც მინიმალური საარსებოს შოვნა შეეძლებათ, მაშინ, რასაკვირველია, გარევაჭრობა არ უნდა იქნეს დაშვებული. ამ ფორმატით გარევაჭრობა ყოვლად მიუღებელია", - განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ.

 

თბილისის მერია გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისთვის რამდენიმე ადგილს სთავაზობს. ესენია: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, „დინამოს" მიმდებარე ტერიტორია, მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია და ისნისა და სამგორის ბაზრობების ტერიტორია. როგორც ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობას არ დაუშვებს და მოქალაქეებს თბილისის ქუჩებში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.


 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner