ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნუგზარ წიკლაურისა და გოგა ონიანის დღევანდელ განცხადებას შემდეგი სახის პოსტით პასუხობს:
„ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ნუგზარ წიკლაურს და გოგა ონიანს დღევანდელი ბოდვისთვის „ბანკი ქართუ" სასამართლოში უჩივლებს და ბოდიშს მოახდევინებს ცილისწამებისა და ბანკის რეპუტაციის შელახვის მცდელობისთვის",- წერს უძილაური.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა „ბანკი ქართუ" მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში დადანაშაულეს.