ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზი მამა გიორგი შესაძლოა მარხულობდეს და მის ადვოკატებს შიმშილობა ჰგონიათ. მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუ მამა გიორგი პროკურატურასთან ითანამშრომლებს და სიმართლეს იტყვის.
„პატრიარქისა და ხელისუფლების თხოვნაა, რომ კიდევ უფრო მეტი ეჭვები არ გააჩინოს შეხვედრამ. საქართველოს პატრიარქმა და სინოდის წევრებმა მოუწოდეს მამა გიორგის, რომ მან პროკურატურასთან ითანამშრომლოს და სრული სიმართლე თქვას. თუ ვინმე დასასჯელია, დაისჯება. ყველაფერი გამოვლინდეს - ეს არის მოთხოვნა სინოდისა და პატრიარქის მამა გიორგის მიმართ. რატომ შიმშილობს არ ვიცი. შეიძლება მარხულობდეს და ადვოკატებმა ვერ გაიგეს. თუ მამა გიორგი ამბობს, რომ შევხვდები და მოვყვები, ჩვენ ვეუბნებით, რომ მოუყვეს პროკურატურას. სრულიად საკმარისია ითანამშრომლოს პროკურატურასთან და თქვას სრული სიმართლე", - განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.