logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ლა-ლა-ლა არა, ქმედითი ნაბიჯები!
- +

6 აპრილი. 2017. 22:21



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" ლიდერმა ირმა ინაშვილმა „tvპირველის" ეთერში 7 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში აქცენტს ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთებს.


„მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტის მოხსენებაში გაჟღერდება თემა, რომელზეც რატომაღაც არც საქართველოს პარლამენტში არ საუბრობენ და არც პარლამენტს მიღმა. ეს თემა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. ხომ უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, როგორ გვესახება ეს მიზანი?! რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ აფახზებისა და ოსებისკენ. როგორ არის შესაძლებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ლა-ლა-ლა არა, ქმედითი ნაბიჯები! ველოდები, რომ პრეზიდენტი მოხსენებაში ამაზე გააკეთებს აქცენტს.

 

ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, მაგრამ რატომ ვიწყებთ საუბარს რუსეთით? ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი აფხაზეთით და ოსეთით, დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო, მაგრამ არც ახლაა გვიანი. ხიდები უნდა აღვადგინოთ. ჯერ ეს ჩვენ, ამ სამკუთხედმა უნდა გავარკვიოთ და მერე უნდა დავიწყოთ საუბარი დანარჩენ მეზობლებთან თუ შორეულ მეზობლებთან.

 

აბსოლუტურად რეალურია აფხაზებთან პირისპირ საუბარი. არის ასეთი მოლოდინი ჩვენი აფხაზი ძმების მხრიდან, რომ დაიწყოს ეს საუბარი. იგივე მოლოდინია ოსების მხრიდანაც. რუსები რას იფიქრებს, სულ არ უნდა გვაინტერესებდეს. რუსეთთან საუბარი უნდა დაიწყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობიდან გამომდინარე და არა ამის გარეშე", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner