„2018 წლისთვის ველოდებით სამშენებლო და ეკონომიკურ ბუმს. ალბათ იცით, რომ მუშაობენ ექსპერტები, ნახაზებიც მომზადდა, ეს საკითხი უკვე გავიდა მთავრობის სხდომაზე და ძალიან მალე, რიკოთის უღელტეხილზე აშენდება 90-მდე ხიდი და 40-მდე გვირაბი. ეს მარტო ამ არეალში. წარმოიდგინეთ ამის უკან რამხელა პოტენციალია გაბმული დასაქმებული ადამიანების. ახალი სასტუმროების, კაფეების, რესტორნების და რამდენი ადამინისთვის იქნება ეს სარგებელი", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ „აიპრესთან"განაცხადა. მინისტრის თქმით, 2018 წლისთვის ქვეყანაში სამშენებლო და ეკონომიკურ ბუმს ელოდება.
„ლაზიკის პორტი, რეგიონული ჰაბად გვინდა ვაქციოთ. 100-ზე მეტი სასტუმრო შენდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
როდესაც 2018 წელს დაიწყება მშენებლობა, მე ამას ვეძახი ბუმს, რომელიც იქნება ჩვენი ეკონომიკური წინსვლის მაჩვენებელი.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, 2018 წელს დაწყებული საქმე 2019-2020 წელს დიდი ეკონომიკურ მაჩვენებელს მოიტანს. ჩვენ ყველაფერი ერთად გვინდა ხოლმე, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ამიტომ ეს იქნება არა მხოლოდ მშენებლობითი, არამედ ეკონომიკური ბუმი. რომელსაც ებმის ტურიზმის განვითარება და ინვესტიციების შემოდინება. რაც მთავარია საშუალო ბიზნესის განვითარება, რომლის გარეშეც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.