logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: საქართველოში უნდა დასრულდეს IRI-ის ყალბი კვლევები!
- +

6 აპრილი. 2017. 22:42



„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, IRI-მ კვლევის ყალბი მაჩვენებლები წარმოადგინა. ამის შესახებ ინაშვილმა „tvპირველის" ეთერში განაცხადა.


„საქართველოში უნდა დასრულდეს IRI-ის ყალბი კვლევები. ჩვენ გამოვიკითხეთ 28 ათასზე მეტი ადამიანი და ამ ტრიბუნიდან უნდა ვთქვა, რომ მათგან 67% არ ენდობა IRI-ს კვლევას. საქართველო იმსახურებს მეტ პატივისცემას NDI-სა და IRI-ის ადგილობრივი, თბილისის საქართველოს მისიების მხრიდან, რომლებიც წლების განმავლობაში ავრცელებნ ტყუილს და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.

 

ჩვენ მივმართეთ NDI-ისა და IRI-ის სათაო ოფისებს, ყველა კონგრესმენს, სენატორს და მივაწოდეთ ჩვენი კვლევის შედეგები. საქართველოში IRI ხატავს იმ სურათს, რაც სურს, რომ ჩანდეს. ბოლო კვლევაც, ბოლო ტყუილიც ამის ილუსტრირებაა",- აღნიშნა ინაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner