logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: დენდროპარკი საზოგადოებისთვის კეთდება, რადგან ეს არის ივანიშვილის სურვილი...
- +

6 აპრილი. 2017. 23:18



„საზოგადოებრივი სიკეთე იქნება დენდროპარკი. იგივე სიკეთეს მოტანც, რაც შეიძლება მოუტანოს მაგალითად ბოტანიკურმა ბაღმა ან დაცულმა ტერიტორიებმა, ბუნებასთან დაკავშირებულმა ზონებმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ წავიდნენ დაისვენონ, შეისწავლონ ხეები, ბავშვები მიიყვანონ, იცოდნენ ხეების და ბუნების პატივისცემა. ამის ნახვა არც ციხის ძირში და არც ბოტანიკურში არ შეეძლოთ" ,- ამის შესახებ ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი უძილაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. ეკა კვესიტაძის კითხვაზე  - რატომ უნდა გადაირგას ხეები, როდესაც შეუძლია საზოგადოებას ისინი ციხისძირშიც ნახოს, უძილაურმა უპასუხა, რომ კვესიტაძე ალბათ დენდროპარკის წინააღმდეგია.


„თქვენ დენდროპარკების წინააღმდეგი ხართ?! მაგალითად, არსებობენ ადამიანები, ვინც ზოოპარკის წინააღმდეგები არიან. შეიძლება, რომ იგივე აზრი გქონდეთ თქვენც. ან შეიძლება გქონდეთ აზრი, რომ ბოტანიკური ბაღი არ უნდა არსებობდეს, რადგან ადამიანს შეუძლია წავიდეს და ნახოს სად იზრდება ის მცენარე", - მიმართა უძილაურმა კვესიტაძეს.


უძილაურის განმარტებით, საქართველოში ხდება უნიკალური ხეების შეგროვება და მათი ერთ ტერიტორიაზე მოქცევა.

 

„საქართველოში რაც არის უნიკალური ხეები ამ ხეების შეგროვება ხდება. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გაკეთდეს დენდროპარკი, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ღია", - აღნიშნა უძილაურმა.


ჟურნალისტმა უძილაურს 2016 წლის განცხადება გაახსენა, რომ თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძნა ივანიშვილი ისურვებს, რომ დედროპარკი საზოგადოებას გადასცეს ის ასეც მოიქცევა. რაზეც უძილაურმა უპასუხა:


„მე ახლაც იგივეს გავიმეორებ. მას შეეძლო იგივე სურვილი არ გასჩენოდა მაგალითად, Black Sea Arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემაზე, ან სხვა პარკების. ადამიანის ნებაა. მე აქ არაფრის გასამართლებლად არ მოვსულვარ. თუ მე მაქვს ფინანსური შესაძლებლობები გავაკეთო პარკა, მე ამას გავაკეთებ და თუ ჩავთვლი საჭიროდ ამ პარკს უნდა დავადო რაღაც გადასახადი, დავადებ. თუ ჩავთვლი, რომ არ უნდა დავადო გადასახადი და გავაღო, მე ამას გავხსნი, რადგან ეს არის ჩემი კერძო ინიციატივა. დენდროპარკი საზოგადოებისთვის კეთდება, იმიტომ რომ ეს არის ბიძნა ივანიშვილის სურვილი", - განაცხადა უძლაურმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner