logo_geo
eng_logo
მოსულის ადმინისტრაცია: ოპერაციის დაწყებიდან ქალაქიდან 400 ათასზე მეტი ადამიანი გაიქცა
- +

6 აპრილი. 2017. 23:51


 

„წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც სამთავრობო არმიამ ერაყის ქალაქ მოსულის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან" გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო, საკუთარი სახლი დაახლოებით 400 ათასმა ადამიანმა დატოვა და გაიქცა",- ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის" ქალაქ მოსულის ადმინისტრაციის უფროსმა, ჰუსეინ ჰაჯიმმა განუცხადა.


„ამ ეტაპზე მოსულში საკუთარი სახლიდან 400 ათასზე მეტი ადამიანი გაიქცა", -განაცხადა მან.


ერაყელმა სამხედროებმა და საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ-ის ხელმძღვანელობს, ქალაქ მოსულში ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო.


ოპერაციის მიზანი ქალაქის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან გათავისუფლება იყო.


თებერვლის შუა რიცხვებში, ერაყის პრემიერმინისტრმა, ჰაიდერ ალ აბადიმ განაცხადა რომ ოპერაციის შედეგად ქალაქის დასავლეთი ნაწილი გათავისუფლდა.


2016 წლის 17 ოქტომბიდან, როდესაც ქალაქ მოსულში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ქალაქი დაახლოებით 130 ათასმა ადამიანმა დატოვა. 2014 წლიდან მოსულს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner