logo_geo
eng_logo
გოგა პიპინაშვილი: ბავშვებმა ჩემი დავალება ვერ შეასრულეს, რადგან არ იციან რამაზ ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი...
- +

7 აპრილი. 2017. 00:29



„შესაძლოა ფოლკლორში გადასარევად გვქონდეს საქმე, მაგრამ მეჩვენება, რომ კულტურაში ზოგადად არის მძიმე მდგომარეობა. 30 კაციან ჯგუში ვერცერთმა ბავშვმა ჩემი დავალება ვერ შეასრულა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან რამაზ ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი...", - ამის შესახებ მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, დღეს, კულტურის ყველა სფეროში სავალალო მდგომარეობაა.



„დავიწყოთ თეატრით, კინოთი, ფოლკლორით და დავამატოთ სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ყველა სფეროში მთლიანად არის ძალიან სავალალო და საგანგაშო მდგომარეობა. ეს ყველაფერი კი არის სტრატეგიის ბრალი. მითხარით, დღეს ჩვენი ტელესივრცე სადაც ახალგაზრდებისთვის თუნდაც ერთი შემეცნებითი გადაცემა არსებობდეს. ნიშა აბსოლუტურად ცარიელია. რა ისწავლოს ბავშვმა თუ არა ინტერნეტი და facebook-ი..." - განაცხადა პიპინაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner