logo_geo
eng_logo
„ბიძინა ივანიშვილის სურვილია, დენდროლოგიური პარკი საზოგადოებისთვის ღია იყოს“
- +

7 აპრილი. 2017. 01:13


 

„ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია დენდროლოგიური პარკი საზოგადოებისთვის ღია იყოს.


„განსხვავებულ აქცენტებში" სტუმრობისას გიორგი უძილაურმა აღნიშნა, რომ დენდროპარკს იგივე სიკეთე შეუძლია მოუტანოს საზოგადოებას, როგორიც ბოტანიკურმა ბაღმა, დაცულმა ტერიტორიებმა ან პარკებმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაისვენონ, შეისწავლონ ხეები, იცოდნენ ბუნების პატივიცემა.


„საქართველოში რა უნიკალური ხეებიც არის, მისი შეგროვება ხდება, რათა გაკეთდეს დენდრო პარკი, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება ღია. ჯერ პარკის მშენებლობა უნდა დასრულდეს და ამის შემდეგ გაიხსნას საზოგადოებისთვის. დენდროლოგიური პარკი საზოგადოებისთვის კეთდება, რადგან ეს არის მისი სურვილი", - განაცხადა გიორგი უძილაურმა.


მანვე აღნიშნა, რომ ხეების გადატანის პროცესში რამდენჯერმე, რამდენიმე საათით იყო შეფერხება, რის შესახებაც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია, თუმცა როდესაც დიდი პროექტები ხორციელდება, მსგავსი შეფერხებები ხდება ხოლმე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner