„არტისტებს შეხედეთ რა დღეში არიან. ვინმეს უკითხავს ვინ როგორ შოულობს ფულს?! მსახიობებმა დღეს გახმოვანება რომ არ იყოს, რა უნდა ვაკეთოთ?! კბილის ტექნიკი ვერ გავხდები..." ,- ამის შესახებ მსახიობმა მერაბ ჭიქაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც ჭიქაშვილი აღნიშნავს, დღეს, მედია სივრცეში ქართველი რეჟისორების და მსახიობების უცხოეთში წარმატებაც არ შუქდება.
„მაშინ თეატრალურ უნივერსიტეტს ნუ ამთავრებინებთ ამდენ სტუდენტს. მუსიკალური სკოლები დანგრეულია! კულტურულ სახლებში ბოსელია! ქართველი მსახიობები ირანში, რომ წარმატებას აღწევენ, რეჟისორები უცხოეთში პრიზებს იღებენ ეს მაინც თქვით", - განაცხადა ჭიქაშვილმა.