logo_geo
eng_logo
გოგა პიპინაშვილი: თეატრი რაგბის მოედნად გადაიქცა...
- +

7 აპრილი. 2017. 03:30

 

 

„დღეს ქართული თეატრის ძალიან დაბალი დონეა. ჩემი ჩათვლით ვამბობ ამას. თეატრი გადაიქცა სამსახურად", - ამის შესახებ მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც პიპინაშვილმა აღნიშნა, დღეს თეატრის მიმართ „სულერთია" დამოკიდებულება არსებობს, როგორც მაყურებლის მხრიდან ასევე მსახიობებისგანაც.


„დღევანდელი სიტუაცია და ჩვენი სოციუმი გვკარნახობს იმას, რომ ჩვენ ვიქცეთ მომსახურე პერსონალად. მსახიობები გავხდით მოსამსახურეები. მივდივართ სამსახურში, ზარი ირეკება მთავრდება სპექტაკლი და მოვდივართ სახლში. მე ვიცხოვრე იმ თეატრში, სადაც დღე-ღამე გაერთიანებული მქონდა იქ. სულერთია დამოკიდებულებაა, როგორც მაყურებლის მხრიდან ასევე მსახიობებისგანაც. რატომ უნდა მოიკლას თავი მსახიობმა, როცა მისი შემოქმედება ბევრს არაფერს ნიშნავს?! მარტო ანაზღაურებაზე არაა აქ საუბარი. გამოხატვის ფორმები, მე ვგულისხმობ აპლოდისმენტებს არის რაგბის მოედანი. სტვენა, ფეხების ბაკუნი, ბრახუნი... ხალხი პრემიერისთვის ემზადებოდა, დიდი განწყობა არსებობდა, რომ აი რუსთაველის თეატრში არის პრემიერა... ამას ჭირდება გადაწყვეტა გვაქვს ეს კულტურა, განვითარდებით თუ არა?! გვინდა თეატრი თუ არა?!" - განაცხადა პიპინაშვილმა. 


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner